Uncategorized

როგორ წერდა სმენადაქვეითებული ბეთჰოვენი გენიალურ მუსიკას?

ლუდ­ვიგ ვან ბეთჰოვენი მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მამამისი, იოჰან ვან ბეთჰოვენი ნიჭიერი მომღერალი იყო. უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანები მას თავიანთი შვილების მუსიკალურ განათლებას ანდობდნენ. ზოგი ისტორიკოსი ლუდვიგის მამას სრულიად უსამართლოდ მიაწერს წარუმატებელი ლოთისა და დესპოტის თვისებებს, თუმცა იოჰანი ნამდვილად მკაცრი მამა იყო და ნამდვილად ცდილობდა შვილისგან მეორე მოცარტი შეექმნა.
Людвиг ван Бетховен.
ლუდვიგის ნიჭიერება პირველად მისი მუსიკის მასწავლებელმა კრისტიან გოტლიბ ნეფემ შენიშნა, რომელიც მიხვდა, რომ ბიჭუნაში უდიდესი კომპოზიტორის მუსიკალური გენი იმალება. თავისი აღმოჩენის შესახებ კრისტიან გოტლიბ ნეფემ ლუდვიგის მამას უთხრა და პირველმა გააცნო საზოგადოებას ლუდვიგის მუსიკა. პუბლიკა ნორჩი ბეთჰოვენის შემოქმედებით აღფრთოვანდა, რომელიც ამ დროს მხოლოდ 12 წლის იყო.

1787 წელს ლუდვიგის დედა და იოჰანის საყვარელი ცოლი მარია-მაგდალინა გარდაიცვალა. ამან კომპოზიტორის მამა წელში გადატეხა. მწუხარებისგან განადგურებულმა იოჰანმა სმა დაიწყო და მამისა და ძმების რჩენის სიმძიმე მთლიანად ლუდვიგის ნორჩ მხრებს დააწვა.

ბეთჰოვენს სმენის პრობლემები 26 წლის ასაკში, შიდა ყურის ანთების შედეგად განუვითარდა. ვარაუდობენ რომ ამას დიდი მუსიკოსის ერთმა ჩვევამაც შეუწყო ხელი. კერძოდ ბეთჰოვენი ძირითადად, ღამით მუშაობდა და ძილის გასაფანტად, თავს ყინულიან წყალში ყოფდა, რაც შეიძლება შიდა ყურის ანთების მიზეზი გამხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ მაესტროს ნაწარმოებები სმენის დაკარგვამდე და მის შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავდება. სმენის დაკარგვის შემდეგ ბეთჰოვენის ნაწარმოებებში დაბალი ბგერები ჭარბობს, თუმცა ავადმყოფობის მიუხედავად, მან მუსიკალური შედევრების შექმნა შეძლო.

Самые прекрасные из своих произведений Бетховен написал, когда музыка звучала у него в голове.

1824 წლის 7 მაისი. მუსიკის გენიოსი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ვენის თეატრის სცენაზე გამოდის. ამ დღეს პუბლიკა გრანდიოზულ მუსიკალურ ნაწარმოებს -მეცხრე სიმფონიას მოისმენს. აღფრთოვანებული მსმენელი ოვაციებად იღვრება და ვერავინ ხვდება, რომ ბეთჰოვენი თითქმის მთლიანად დაყრუებულია. მაინც როგორ ახერხებდა გენიოსი ულამაზესი მუსიკის შექმნას სმენის გარეშე?

ბეთჰოვენი ყოველთვის ყრუ არ ყოფილა, როგორც ზოგი მიიჩნევს. ის დაახლოებით, სმენას თანდათან კარგავდა და 44 წლის ასაკში მთლიანად დაყრუვდა. კომპოზიტორი მიხვდა, რომ ამის შეჩერება შეუძლებელი იყო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თვითმკვლელობაზე ფიქრი დაიწყო. 1815 წლის შემოდგომიდან კომპოზიტორი ხალხთან მხოლოდ წერილობით ურთიერთობდა. „მეგობრები აღარ მყავს, სრულიად მარტო ვარ ამქვეყნად“ – წერს ბეთჰოვენი 1916 წლის ერთ-ერთ ჩანაწერში. მოგვიანებით მას სპეციალური სასმენი მილი მოუტანეს, რომელიც ძალიან დიდი ზომის და სატარებლად მოუხერხებელი გახლდათ, თუმცა კომპოზიტორი ბედს შეურიგდა და ახალი ცხოვრების სწავლა დაიწყო.

Самой большой страстью Бетховена всегда была Её Величество Музыка.

მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენს აღარ ესმოდა, ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, არ მოხდა და მუსიკამ არ მიატოვა. მუსიკა მის თავში გამუდმებით ჟღერდა და ის განუწყვეტლივ წერდა.. ამ დროს ფანქრის ერთი ბოლო კბილებით ეჭირა და მეორე ბოლოთი როიალის კორპუსს ეყრდნობოდა – ასე ის მუსიკის ვიბრაციას გრძნობდა.

როგორი დაუჯერებელიც  არ უნდა იყოს, თავისი ყველაზე გენიალური ნაწარმოებები ბეთჰოვენმა სწორედ მაშინ შექმნა, როცა სმენა თითქმის მთლიანად დაკარგული ჰქონდა.

რაც შეეხება გენიოსის პირად ცხოვრებას, ბეთჰოვენი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა – ქალებთან უაღრესად მორცხვი და მოკრძალებული კომპოზიტორის ყოველი რომანი წარუმატებლად სრულდებოდა. გენიოსი ხვდებოდა, რომ ძალიან ხშირად ქალები მასში მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებას ხედავდნენ.

Дом-музей Бетховена.

წარუმატებლად დასრულდა კომპოზიტორის სიყვარული და საიდუმლო ნიშნობა ტერეზა ფონ ბრუნსვიკთან – წყვილი ერთმანეთს მალე დასცილდა. ლუდვიგის გვერდით ყოველთვის ხალხმრავლობა იყო: მეგობრები, ნათესავები, უბრალო ნაცნობები, თუმცა კომპოზიტორი თავს ყოველთვის მარტოსულად მიიჩნევდა. საზოგადოებას გარიდებული, სიმშვიდეს მხოლოდ ბუნების წიაღში პოვებდა. ზოგჯერ ის ვენიდან მიდიოდა, რომ მარტო დარჩენილიყო და ეკეთებინა საქმე, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ტერეზა ფონ ბრუნსვიკი იხსენებდა, რომ ბუნება ბეთჰოვენის ერთადერთი თავშესაფარი იყო და რომ მანამდე არავინ ენახა, ვისაც ასეთი სინაზით ეყვარებოდა ყვავილები და ღრუბლები… თითქოს მათით ცოცხლობდაო. ერთ-ერთ ჩანაწერში თავად კომპოზიტორიც აღიარებდა: „მე შემიძლია, ხე ადამიანზე მეტად მიყვარდეს“.
ბეთჰოვენი მდიდარი არასოდეს ყოფილა – მას არასოდეს აინტერესებდა მატერიალური საკითხები, თუმცა ყოველთვის მზად იყო მეგობრების დასახმარებლად.
„წარმოიდგინეთ, უცებ ჩემს რომელიმე მეგობარს ფული დასჭირდა, მე კი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია მაგიდას მივუჯდე, მუშაობა დავიწყო და ძალიან მალე მეგობარი გასაჭირისგან ვიხსნა. ეს ხომ შესანიშნავია. გავავწყვიტე, რომ ჩემი შემოქმედება ღარიბი ადამიანების დახმარებას მივუძღვნა“ – ამბობდა კომპოზიტორი.

Современники понимали, что Бетховен - гений, пророк в мире музыки.

1826 წლის შემოდგომაზე ბეთჰოვენი ავად გახდა. ურთულესმა ოპერაციებმა და დაუძლურებულის მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მთელი ზამთარი საწოლში გაატარა. კომპოზიტორი 1827 წლის 26 მარტს, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გარდაიცვალა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მაესტროს უკანასკნელი სიტყვები იყო „მე ზეცაში გავიგონებ“. ბეთჰოვენის დაკრძალვაში დაახლოებით ოციათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად დაკრძალეს სასაფლაოზე, რომელსაც დღეს შუბერტის პარკი ჰქვია. 1888 წელს კი კომპოზიტორის ნეშტი  ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე გადაასვენეს.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close