Uncategorized

საქართველოს მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა არაჰუმანურია, მით უმეტეს, საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ან იქ ცხოვრობს და ოჯახი საქართველოში ჰყავს – მეგრელიშვილი

რუსეთის დივერსანტებისგან სავიზო რეჟიმის შემოღება და საზღვრის გადაკეტვა ნამდვილად არ დაგვიცავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რუსეთიდან ადამიანების შემოშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სხვა კრიტერიუმებით უნდა მივიღოთ. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს პრინციპებზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული. პრინციპებზე თქო, რომ ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, სხვადასხვა დროს, იგივე მდგომარეობაში განგვეხილა, როგორშიც დღეს რუსეთის მოქალაქეები არიან, როდესაც გარბიან ქვეყნიდან, საიდაც საფრთხე ემუქრებათ. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ შემოსული დივერსანტები, თუ არაკეთილისმყოფელი ადამიანები აღმოვაჩინოთ, მაგრამ რუსეთის დივერსანტებისგან სავიზო რეჟიმის შემოღება და საზღვრის გადაკეტვა ნამდვილად არ დაგვიცავს. შესაბამისად, ვიდრე რამე პრობლემა არ შექმნილა, საქართველოს მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა არაჰუმანური იქნებოდა. მით უმეტეს, საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ან ზოგადად იქ ცხოვრობს და ფაქტობრივად, ოჯახი საქართველოში ჰყავს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close