Uncategorizedსაზოგადოება

„ივერი მელაშვილს ფურთხი, გინება, შეჩვენება და წიხლი ელოდება საქართველოს ნებისმიერ კუნჭულში“ – ჯაბა ხუბუა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:
“ივერი მელაშვილს, ამ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეს, ფურთხი, გინება, შეჩვენება და წიხლი ელოდება საქართველოს ნებისმიერ კუნჭულში, სადაც კი ფეხს დადგამს.
შესაბამის ორგანოებს მოუწევთ N რაოდენობით საქმის აღძვრა მელაშვილის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის გამო და მოუწევთ გამოძიების წარმოება ნონ-სტოპ რეჟიმში, რაც, საბოლოო ჯამში, დიდ აბსურდში გადაიზრდება და ყოველგვარ გონივრულობას გასცდება, წყლის ნაყვას დაემსგავსება, რადგან მთელ საქართველოს პასუხისგებაში ვერ მისცემენ.
ამას ამთავითვე უნდა შეეგუონ დავითგარეჯის გამყიდველი მელაშვილიც და კანონის აღსრულების ორგანოებიც. – წერს ხუბუა.

ცნობისთვის, დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.დავით გარეჯის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საგარეჯოს გზაზეც, სადაც ივერი მელაშვილს ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს. მათი თქმით, ივერი მელაშვილი გამყიდველია, რადგან აცხადებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა, ამიტომ იქ მისვლის უფლება არ აქვს.

ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაპირისპირების ინიციატორი პირი საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close