Slider

შეიზღუდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 15 ივლისამდე

არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისის განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება, აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას.

კერძოდ, მთავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდება და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.

დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე. მისი მიხედვით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით, საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close