Uncategorized

ის, თუ რა მოუვა კიევს შემდეგში და ვისი კონტროლის ქვეშ დარჩება, დამოკიდებულია იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში – იანინა სოკოლოვსკა

ის, თუ რა მოუვა კიევს შემდეგში და ვისი კონტროლის ქვეშ დარჩება, დამოკიდებულია იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და ექნება თუ არა რუსეთის არმიას საშუალება, რომ კიევის ცენტრთან ახლოს დესანტი გადასხას. განაცხადა უკრაინელმა ექსპერტმა იანინა სოკოლოვსკამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ კიევიდან არის დევნილების ძალიან დიდი რაოდენობა.

„შემოღებულია კომენდანტის საათი და შვიდ საათამდე ქალაქში შემოსვლა არ შეიძლება, მაგრამ ქალაქიდან ყველას უშვებენ. დასავლეთ უკრაინის ტრასები გადავსებულია. ხალხი იღწვის, რომ პოლონურ და უნგრულ საზღვრებს მიაღწიოს. ყველა ცდილობს, იქ მივიდეს, სადაც შეუძლია და ყველა ამბობს, რომ სიტუაცია შეიძლება, არაპროგნოზირებადი იყოს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, – განაცხადა სოკოლოვსკამ.

როგორც იანინა სოკოლოვსკა აღნიშნა, კიევისთვის ეს არის კრიტიკული ღამე.

„მოქალაქეები ამბობენ, რომ კიევისთვის ეს არის კრიტიკული ღამე, ჩვენ ამ ღამეს დაბომბვის ქვეშ გავატარებთ, ვემზადებით უარესისთვის და იმედი გვაქვს უკეთესის“, – განაცხადა იანინასოკოლოვსკამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close