Uncategorized

„გემუდარებით მომეცით საშვი! ცხოველები შიმშილით დაიხოცებიან!“

„ნუ გაწირავთ ასეთი საშინელი სიკვდილისათვის თავშესაფარის ბინადრებს, ნუ დაიდებთ მათ ცოდვას“ - თამაზ ელიზბარაშვილი

გთხოვთ, გემუდარებით მომეცით საშვი – ამის შესახებ ძაღლების თავშესაფარის დირექტორმა თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გთხოვთ, გემუდარებით, მომეცით საშვი რათა შევძლო ცხოველთა თავშესაფარში თანამშრომელთა გადაადგილება.
თქვენი ერთიანი ცხელი ხაზი 144 არის ბუტაფორია, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია ნომერზე 032 299 09 00 დილის 9 საათიდან ვრეკავ და არავინ მპასუხობს.
112 ზე მპასუხობენ, მაგრამ ჩვენ კომპეტენციაში არ შედისო. მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავ 032 2 72 22 22. მპასუხობენ ვერაფრით დაგეხმარებით დარეკეთ მთავრობის ცხელ ხაზზეო # 144, რომელიც კიდე ვიმეორებ ბუტაფორიაა.
სამგორის რაიონის გამგეობაში ვრეკავ და არც ისინი მპასუხობენ (032 2 37 30 58.). საპატრულოში ვრეკავ და მეუბნებიან, მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა, საშვის გარეშე არ იმოძრაოთ, დაჯარიმდებითო.
მე მჭირდება თქვენგან მხოლოდ საშვი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვოლიერებში გამოკეტილი ცხოველები საკუთარ ფეკალიებში შიმშილით დაიხოცებიან.
18 წლის განმავლობაში, თქვენთვის რამე მითხოვია? პირიქით სულ გვერდში ვედექი და ახლაც გვერდში ვუდგავარ ჩემ ქვეყანას.
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაწირავთ ასეთი საშინელი სიკვდილისათვის თავშესაფარის ბინადრებს, ისინი ერთხელ უკვე გაწირეს ყოფილმა პატრონებმა, თქვენც ნუ დაიდებთ მათ ცოდვას.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, მომეცით საშვი მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომელთა საშუალებით დაგვყავს თავშესაფარის თანამშრომლები“ – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close