მსოფლიო

რატომ შეცვალა ჩინეთმა უჰანში ვირუსით დაღუპულთა მაჩვენებელი?

კრიტიკის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა“ – BBC

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ლიდერებმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს, ჩინეთის მთავრობამ უჰანში ვირუსით დაღუპულთა მაჩვენებელი შეცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ ხელისუფლებამ უჰანში ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა.

გამოცემის ცნობით, აქამდე  უხანის პროვინციაში ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 579 იყო, ახლა კი 1 290 შემთხვევა დაემატა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა განაპირობა იმან, რომ კერძო კლინიკებში დაღუპულთა შემთხვევებს საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებიც დაემატა. ამასთან ამ მაჩვენებლის ასეთი ცვლილება ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამაც განაპირობა.

ცნობისთვის,  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დასდო ბრალი.  ჩინეთს კორონავირუსის შესახებ რეალური მოაცემების დამალვაში ადანაშაულებენ დიდ ბრიტანეთშიც. საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დარჩენილმა მსოფლიომ არ იცის.

ამასთან, 16 აპრილს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები  წაშალა,  კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სადაც კორონავირუსის ლაბორატორიაში შემნაზე არსებულ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდეს.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close