სამართალი

2021 წელს დანაშაულმა იმატა – პროკურატურის წლიური ანგარიში

გენერალური პროკურორის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქურდობისა და ძალადობის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 126¹ და 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მუხლობრივ მაჩვენებლებში 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პირველ და მეორე ადგილზეა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით დანაშაუილმა იმატა.  2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 19 744 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა 2020-თან შედარებით 4 119-ით მეტია.

გენერალური პროკურორის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქურდობისა და ძალადობის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 126¹ და 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მუხლობრივ მაჩვენებლებში 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პირველ და მეორე ადგილზეა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

ანგარიშში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განაჩენი გამოტანილი იქნა 14 065 პირის მიმართ, რაც წინა წელთან შედარებით, 966-ით მეტია.

2021 წელს არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან 9,1%-ის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 4 %-ის მიმართ – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს განაჩენი გამოტანილი იქნა 154 არასრულწლოვნის მიმართ, რაც წინა წელთან შედარებით 41-ით ნაკლებია.

2020 წელს არასრულწლოვანთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი ისევე, როგორც 2014 წელს, არ გამოტანილა, ხოლო 2021 წელს გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 3 არასრულწლოვანის მიმართ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close