Sliderსამართალი

“ალტ-ინფოს” წევრ ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს. ერთ-ერთი ვერსიით,  პოლიცია ადგენს, რა კავშირი ჰქონდა რადიკალური დაჯგუფების წევრს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინენებთან, ვისი დავალებით მოქმდებდა და აქვს თუ არა კავშირი მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

დიდი სპეცოპერაცია პრორუსული დაჯგუფება „ალტ ინფოს“ წევრის  ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელი სახლი კრიმინალური პოლიციის ალყაშია.

წინასწარი ინფრმაციით, გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებს. კადრებში, რომელიც „პირველებმა” გადაიღო, ჩანს, რომ გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს. ერთ-ერთი ვერსიით,  პოლიცია ადგენს, რა კავშირი ჰქონდა რადიკალური დაჯგუფების წევრს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინენებთან, ვისი დავალებით მოქმდებდა და აქვს თუ არა კავშირი მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

შალვა აფხაიძის ქუჩაზე მდებარე სახლში იმ დროს გახორციელდა, როცა ვარდოსანიძე ოჯახის წევრებთან ერთა სახლში იმყოფებოდა. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გადაიყვანეს.

ბექა ვარდოსანიძის დედა ამტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

გამოძიება 731 მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების გაკეთებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმსა და თბილისში განგაში გამოცხადდა. ბათუმის მოლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახორციელდა, ხოლო თბილისში სამთავრობო კვარტალში პოლიციის მობილიზება იყო.

წყარო ტვ პირველი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close