პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მაქსიმალურად სწრაფად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას – ბოკერია

იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, უნდათ რომ დასავლეთში წარუმატებლობა დააბრალონ ოპოზიციას და მის კრიტიკას, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს ის, რასაც ვთვლით რომ სიმართლეა.

„იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, უნდათ რომ დასავლეთში წარუმატებლობა დააბრალონ ოპოზიციას და მის კრიტიკას, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს ის, რასაც ვთვლით რომ სიმართლეა.

ვიდრე ეს რეჟიმი გვყავს – ივანიშვილი და მისი გარემოცვა, საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს სამშვიდობოს გაღწევის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის. ამიტომ, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური სიმპათიისა, ყველას ვისაც უნდა იხილოს საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად, ევროპის, ნატო-ს, ევროკავშირის ნაწილად და დაცულად, ამისთვის შეუძლიათ რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოცილებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ყველა, ვისაც უნდა, რომ საქართველო ევროპისკენ და დასავლეთისკენ წავიდეს, უნდა იღვწოდეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მაქსიმალურად სწრაფად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია, „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი კონკრეტული პოლიტიკოსები აგიტაციას აწარმოებენ ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close