სამართალი

2021 წელს დანაშაული 117-მა სხვადასხვა რანგის მოხელემ ჩაიდინა – შოთაძემ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა

გენერალური პროკურორის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გამოძიება დაიწყო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების დაწყების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა განცხადება/საჩივარი, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს ბრალდებული 431 პირიდან 117 დანაშაულის ჩადენის დროს სხვადასხვა რანგის მოხელე იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელსაც წინა წლების მსგავსად, ბრალდებულ საჯარო მოხელეთაგან უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

2021 წელს მოხელეთა მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე ბრალდებული 117 პირიდან 59 შსს-ს წარმომადგენელი იყო.

გენერალური პროკურორის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს გამოძიება დაიწყო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების დაწყების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა განცხადება/საჩივარი, ოპერატიული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

2021 წელს კორუფციული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 280 პირის, მათ შორის 16 იურიდიული პირის მიმართ. წინა წელთან შედარებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია 22%-ით.

2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 112 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სექტორში, რაც ფიზიკურ ბრალდებულ პირთა საერთო მაჩვენებლის 42%-ს შეადგენს. ხოლო, მათგან 14 ბრალდებული წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის: მინისტრის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თავმჯდომარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვიცე-პრეზიდენტი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თბილისის მერიის რაიონის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს წევრები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ საჯარო მოხელეთა უდიდეს ნაწილს შეადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები (სულ 68 პირი, რაც შეადგენს ბრალდებულ საჯარო მოხელეთა 60%-ს).

ანგარიშში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 135 პირის მიმართ.

2021 წელს კორუფციული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 7 პირი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იკავებდნენ მაღალ თანამდებობას. ყველა მათგანი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close