მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქე „დარდით გულმოკლულია“ – რატომ იკლებს წონაში კიმ ჩენ ინი?

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის წონაში მკვეთრი დაკლების გამო, ქვეყნის მოსახლეობა შეშფოთებულია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ფხენიანის ერთ-ერთმა მოქალაქემ კიმ ჩენ ინის ბოლო საჯარო გამოჩენის შემდეგ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ყველა მოქალაქე „დარდით გულმოკლულია“.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობაზე იშვიათი საზოგადოებრივი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც უცხოელმა ანალიტიკოსებმა ივნისის დასაწყისში აღნიშნეს, რომ ავტოკრატმა ლიდერმა წონა მკვეთრად დაკარგა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ფხენიანის მოქალაქეები ქუჩაში განთავსებულ ეკრანზე კონცერტს უყურებენ, რომელსაც კიმ ჩენ ინი დაესწრო.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ქვეყნის ლიდერის წონაში მკვეთრი კლების მიზეზებზე არ საუბრობს.

გასული წლის დასაწყისში კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არაერთი ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქვეყნის ლიდერი 15 აპრილს სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ირ სენის დაბადების წლისთავს არ დაესწრო და მხოლოდ მაისის დასაწყისში გამოჩნდა საზოგადოებაში.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close