სხვადასხვა

რატომ მოქმედებს ალკოჰოლი ზოგი ერის წარმომადგენელზე მეტად და ზოგზე ნაკლებად?

კაცობრიობა ალკოჰოლს საუკუნეებია, მოიხმარს, თუმცა ის სხვადასხვა ერის წარმომადგენელზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. დავიწყოთ იმით, რომ ეთილენი (ალკოჰოლის მთავარი შემადგენელი ნაწილი) ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმისთვის ძლიერმოქმედი შხამია. მისი მოქმედების განეიტრალება შესაძლებელია სპეციალური ფერმენტების დახმარებით, რომლითაც ბუნებამ თითქმის ყველა ცოცხალი არსება წინდახედულად მოამარაგა. ამ ფერმენტების წარმოებაზე  ღვიძლია პასუხისმგებელი.

Этилен - сильнодействующий яд для любого организма.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისთანავე, ღვიძლი  ალკოჰოლის დაშლაზე მუშაობას იწყებს. ზოგი ერის წარმომადგენელს დაბადებიდან „ანტიალკოჰოლური“ ფერმენტების დაბალი დონე აქვს და ეს პირველ რიგში ჩინელებს, კორეელებს, მონღოლებსა და იაპონელებს ეხებათ. რაც შეეხება ჩრდილოეთის ხალხებში (ნენები, ჩუქჩები, ევენკები) „ალკოჰოლის ფერმენტების“ არარსებობას, აქ საქმე ცოტა განსხვავებულია და მიზეზი ჩრდილოელთა კვების რაციონის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ.

Для северных народов употребление алкоголя чревато необратимыми последствиями.

კლიმატის თავისებურებების გამო, პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონების მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ცილით მდიდარი ცხიმიანი საკვები მიირთვან. ასეთი მენიუ ჩრდილოეთელებს უკიდურესად დაბალ ტემპერატურასთან გამკლავებაში, ჭრილობებისა და დაზიანებების სწრაფად შეხორცებაში ეხმარება. ასევე, წლების განმავლობაში, „ჩრდილოეთის დიეტამ“ ნენებს, ჩუქჩებსა და ევენკებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართ ამტანობა გამოუმუშავა.  აღსანიშნავია, რომ ჩრდილოელთა საკვებში ნახშირწყლების წილი ყოველთვის უმნიშვნელო იყო.

Северные народы долгие годы не знали вкуса алкоголя.

სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ ჩრდილოელების სხეულში ალკოჰოლის დაშლის შედეგად მიღებული აცეტალდეჰიდი დიდი რაოდენობით გროვდება. ადამიანის ორგანიზმში ეთილის სპირტი იგივე მეტაბოლური გზით გადამუშავდება, როგორც ცხიმიანი საკვები, ამიტომ ალკოჰოლისა და ცხოველური ცილის კომბინირებული გამოყენება ღვიძლის უკიდურეს სტრესს იწვევს, რომელსაც უბრალოდ ვერ ასწრებს ალკოჰოლურ ტოქსინებთან გამკლავებას.

სამხრეთის მკვიდრთა შორის სრულიად საპირისპირო სიტუაციაა.

ხილისა და ბოსტნეულის სიუხვის გამო სამხრეთელთა მენიუ ნახშირწყლებით მდიდარი და მრავალფეროვანია. სამხრეთელთა საკვებში ცხოველური ცხიმის სიმცირე ღვიძლს საშუალებას აძლევს მთელი რესურსი საკვების გადამუშავებაზე არ დახარჯოს და ალკოჰოლის დაშლისთვის ფერმენტები შემოინახოს.

В Средней полосе без алкоголя не обходится ни одно значимое событие.

ალკოჰოლის ჩვევა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება

ზოგი მეცნიერის აზრით, ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთის მკვიდრებს ეთილის სპირტის ზემოქმედება უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე სამხრეთელებს, უპირველეს ყოვლისა ალკოჰოლის მიღების ჩვევით არის გამოწვეული. ჩრდილოელებისგან განსხვავებით, სამხრეთელებს უძველესი დროიდან მოჰყავთ ყურძენი და  აწარმოებენ ალკოჰოლურ სასმელებს.

9 основных сортов грузинских вин

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამხრეთელთა ორგანიზმი ევოლუციის პროცესში ალკოჰოლს მიეჩვია და ღვიძლმა საკმარისი რაოდენობით „ანტიეთილენის“ ფერმენტების წარმოება ისწავლა. ჩრდილოეთის ხალხმა, რომელიც მოკლებულია ვენახის გაშენების და ღვინის წარმოების შესაძლებლობას, ამ ნივთიერების მეტაბოლიზმთან ადაპტირება ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ჩუქჩები და ევენტები უფრო სწრაფად და ადვილად თვრებიან, ვიდრე, მაგალითად, ბერძნები ან ფრანგები და ქრონიკული ალკოჰოლიც ჩრდილოელთა შორის მეტია.

Хорошее вино как составляющая средиземноморского рациона.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close