Sliderმსოფლიო

გვიდო კროზეტო ამბობს, რომ იტალიის მთავრობის ოთხი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდა ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივას, „იმპროვიზებული და სასტიკი“ გადაწყვეტილება იყო

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ამბობს, რომ იტალიის მთავრობის ოთხი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდა ჩინეთის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივას, „იმპროვიზებული და სასტიკი“ გადაწყვეტილება იყო.

შეთანხმება ჩინეთთან იტალიის წინა მთავრობამ გააფორმა. ინიციატივის მიზანია აღდგეს “აბრეშუმის გზა”, რომელიც ჩინეთსა და აზიას ევროპასთან დააკავშირებს.

იტალიის მოქმედი ხელისუფლება, შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს რადგან მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ინსტრუმენტებს გაზრდის.

„[ამ შეთანხმებამ] გაზარდა ჩინეთის ექსპორტი იტალიაში, თუმცა [მას] იგივე გავლენა არ ჰქონია ჩინეთში იტალიის ექსპორტზე”, – თქვა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, იტალიურ გამოცემა „Corriere della Sera“ – სთან საუბრის დროს.

„დღეს საკითხი ასე დგას, – როგორ გამოვიდეთ შეთანხმებიდან ისე, რომ პეკინთან ურთიერთობები არ დავაზიანოთ. რადგან, მართალია ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე არის პარტნიორი“, – ამბობს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

ამერიკის ხმა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close