მსოფლიო

ქორწინების მიზანი ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენაა – ჩეხეთის პრეზიდენტმა ტრანსგენდერებს “ამაზრზენები” უწოდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტრანსგენდერებს “ამაზრზენები” უწოდა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უნგრეთში მიღებული ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონზე საუბრობდა.

პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ შეუძლია გაუგოს გეებს, ლესბოსელებს და ა.შ. მაგრამ არ ესმის ტრანსსექსუალების. მილოშ ზემანმა ტრანსგენდერებს მისთვის ამაზრზენები უწოდა.

რაც შეეხება უნგრეთის მიერ მიღებული კანონის კრიტიკას, ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უხეში პოლიტიკური შეცდომაა. მანვე უნგრეთის პრემიერის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა დაეთანხმოს უნგრეთის ამ გადაწყვეტილებას ლგბტ თემთან დაკავშირებით.

2019 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა ტელეარხ Barrandov -ან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პარლამენტის ქვედა პალატა მხარს დაუჭერს,  ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციაზე ვეტოს დადებას გეგმავს.ზემანის თქმით, ქორწინების მიზანი ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენაა.

ზემანმა დასძინა, რომ პატივს სცემს ჰომოსექსუალებს და მათი სექსუალური ორიენტაციის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა, ასეთი გაერთიანებები შეუფერებელია ბავშვების აღსაზრდელად. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს მეუღლეებზე, რომლებიც შთამომავლობას ზრდიან – განაცხადა ზემანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close