სხვადასხვა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუდუშაური ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მსგავსი მაღალი რანგის ტურნირზე წელს პირველად წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკა ღუდუშაურმა, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა, – ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნიკა ღუდუშაური შერეულ საბრძოლო ხელოვნების 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრის რანგში ასპარეზობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მსგავსი მაღალი რანგის ტურნირზე წელს პირველად წარსდგა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი,  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ ნიკა გელაშვილს ამ დიდ წარმატებას და მისგან მომავალშიც არაერთ ღირსეულ გამარჯვებას ელიან.

ცნობისათვის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი (GAMMA CLOBAL ASSOCIATION OF MIXED MARTIAL ARTS – EVROPIAN MMA CHAMPIONSHIPS 2021)  ქალაქ კიევში გაიმართა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close