პოლიტიკა

“ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა” – ღარიბაშვილი

მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები

საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.

„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის. მათი უმეტესობა დღეს უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა – ისინი, ვინც არ მუშაობენ. ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close