სხვადასხვა

პირველად აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ – ქართველი და უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს მოუწოდებენ აფხაზეთში ჩადეინილი დანაშაული გენოციდად აღიარონ

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით, სტუ-ში გაიმართა, ქართველი მეცნიერების გარდა პოლონეთის, ესტონეთის, არგენტინის, აშშ-ის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები ესწრებოდნენ.

„ბერლინის კედლის დანგრევა 1989 წლის 9 ნოემბერს, მშვიდობიანი რევოლუციის დროს, ისტორიული შემობრუნება იყო მსოფლიო ისტორიაში. ახალი სახელმწიფოები მშვიდობიანად „იბადებოდნენ“ და, ზოგ შემთხვევაში, ახალი სისხლიანი კონფლიქტები ვითარდებოდა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას უფრო მეტი ნგრება მოუტანა, ვიდრე მშვიდობა. 1992-93 წლების სასტიკი ეთნიკური ომი აფხაზეთში არის კონფლიქტი, რომელიც დაწყენულია დასავლეთის მიერ. ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება კონფლიქტის არსებითი კომპონენტი იყო. აფხაზეთის ომი ამ ფაქტის განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითია ყოფილ საბჭოთა ქვეყანებში.  ნაშრომი ნათელს მოჰფენს აფხაზეთში ქართველების ეთნიკუ წმენდას, რომელიც საქართველოში ასევე ცნობილია როგორც აფხაზეთში ქართველების გენოციდი. ჩვენ ასევე შავადარებთ ეთნიკური წმენდის  შემთხვევებს ისტორიის მანძილზე ერთი ჯგუფისათვის დამახასიათებელი კომპონენტებით. კერძოდ, ხალხის/ერისთვის დამახასიათებელი კომპონენტებით, როგორიცაა ენა, კულტური და რელიგია“, – ამის შესახებ პრჟემიშვილი მეტროპოლიტენის ტრიბულალის წარმომადგენელმა, სამართლის დოქტორმა მალგორცატა შტოლფმა  საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით, სტუ-ში გაიმართა, ქართველი მეცნიერების გარდა პოლონეთის, ესტონეთის, არგენტინის, აშშ-ის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები ესწრებოდნენ.

საქართველოს ისტორიის 30 წლიან პერიოდში პირველად, მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს ძირძველი ტერიტორიის – აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ისინი მსოფლიოს სთხოვენ აფხაზეთში ადამიანის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაული გენოციდად აღიარონ. მსგავსი მიმართვა სამეცნიერო წრეებს, რომლებიც მოღვაწეობენ საერთაშორისო სასამართლოში, აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აქამდე არ გაუკეთებიათ.

როგორც თავის გამოსვლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აფხაზეთში მომხდარი დანაშაულის საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგში შეტანას. ჯემალ გამახარიას თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეცნიერებს ყველა რესურსი აქვთ, იმუშაონ აფხაზეთის საკითხზე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

„გასული საუკუნის 90-იან წლებში, გაგრის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაესაბუთებინა აფხაზეთში მომხდარი გენოციდი. შექმნილი იყო სახელმწიფო კომისია, რომელმაც მეცნიერული დასკვნა შეიმუშავა. კომისიამ 6-ჯერ მიმართა გაეროს, დასკვნაც გადააგზავნა. პარალელურად ხელისუფლებამ დაახლოებით 30-მდე დოკუმენტში დააფიქსირა, რომ აფხაზეთში მოხდა გენოციდი და ეთნოწმენდა. ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ იმ პერიოდში მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად მკვეთრი გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ყოფილ იუგოსლავიაში იგივე მოხდა, რაც აფხაზეთში, რაც შეფასდა როგორც გენოციდი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუქტურა აფხაზეთში დანაშაულის ჩამდენ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს, დემოკრატიის განვითარების საწყისად მიიჩნევდა, ამდენად მათ იმხანად თავი შეიკავეს. დღეს განსხვავებული სიტუაციაა,  გაჩნდა შანსი, რასაც 90-იან წლებში ვერ მივაღწიეთ, დღეს შევძლოთ“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერტაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ თავის თემაში – „გენოციდის სამართლებრივი ინტერპრეტირება ნიურბერგის პროცესებზე და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სამართალში“, ისაუბრა საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებზე და აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედები შეაფასა:

„საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმების კოდიფიცირებული ფორმით ჩამოყალიბება ძირითადად უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის შედეგებს. კერძოდ, საერთაშორისო ტრიბუნალების სექმნასა და მათ მიერ ომის დანაშაულების განსჯას. ნიურბერგის რტიბუნალი იმ პირველ ტრიბუნალთაგანია, რომლის იურისდიქცია ვრცელდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, რაც მის წესდებაში იყო განსაზღვრული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნიურბერგის პროცესებსი გენოციდი ლემკინისეული დეფინიცია გამოიყენებოდა. რადგან თავად ნიურბერგის წესდებაში გენოციდის დეფინიცია მოცემული არ არის. გენოციდის სამართლებრივი დეფინიცია საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებში პირველად გაჩნდა 1948 წლის გენოციდის შესახებ კონვენციაში, რამაც შემდგომში განვითარება ჰპოვა სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო ტრიბუნალში“.

საერთაშორისო კონფერენციიაზე განიხილეს თემები: „30 წელი კომპრომისების ძებნაში“, მომხსენებელი ავთანდილ დემეტრაშვილი; „ევროკავშირის მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რუსეთის აგრესიისადმი – გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების კიდევ ერთი შესაძლებლობა მსოფლიოში“, მომხსენებელი ლუკა რუის დიასი; „გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ურთიერთგამიჯვნა ეროვნული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიხედვით“, მომხსენებელი მერაბ ტურავა; „გენოციდის სამართლებრივი ინტერპრეტირება ნიურბერგის პროცესებზე და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართალში“, მომხენებელი ირაკლი გაბისონია; „დავიწყებული ხალხი, მაგრამ არდავიწყებული დანაშაულები აფხაზეთში – ანალიზი წარსულის პრიზმიდან“;  „სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალი და მისი საქმიანობა საქართველოში“, მომხსენებელი კაუპო კანდი და სხვა.

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close