პოლიტიკა

“სანამ იქნება ორი ორიენტირი – ბიძინა და მიშა, ბიძინა ყოველთვის მოუგებს მიშას” – ბერძენიშვილი

არანაციონალურ ოპოზიციურ ამომრჩეველს არ ჰყავს საკუთარი პოლიტიკური ორიენტირი… სანამ იქნება ორი ორიენტირი – ბიძინა და მიშა, ბიძინა ყოველთვის მოუგებს მიშას,- ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა ტვ ფორმულაზე, გადაცემაში “კვირის ფორმულა”.

“ორივეს პატივს ვცემ, მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს.. ორმა კაცმა დაანგრია ორი ფრაქცია. მამუკა ხაზარაძემ დაანგრია საკუთარი ფრაქცია, საკუთარ პარტიას დაუნგრია ფრაქცია, რომელიც დღეს იძახის, ბოიკოტს ვამთავრებ და შევდივარ პარლამენტში. რაღაც ეს ემოციური ამბები, კარგი არ არის, მაგრამ ორი პროცენტი… სამპროცენტიანებიც კი არ არის შარშანდელისგან განსხვავებით. “ლელო” 2%-იანია, სხვები 1%-ანი და 0.5%-იანები. ამომრჩეველია 20%-ი და ამომრჩეველს, არა ნაციონალურ, ოპოზიციურ ამომრჩეველს არ ჰყავს საკუთარი პოლიტიკური ორიენტირი. ანუ, იმდენი ჰყავს, რომ აღარ ჰყავს” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კითხვა: არის გაერთიანების შესაძლებლობა, იმიტომ რომ მთავარი განმსაზღვრელი დღეს არის მიშა-ბიძინა. ეს ორი ორიენტირია, ვინ რომელთან იქნება.

_ სანამ იქნება ეს ორი ორიენტირი, ბიძინა ყოველთვის მოუგებს მიშას.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close