სხვადასხვა

ტაილანდში უნიტაზიდან 2 მეტრიანი პითონი ამოიყვანეს (ვიდეო)

ტაილანდის პროვინცია სამუტპრაკანში ტუალეტის უნიტაზიდან ორმეტრიანი პითონი ამოიყვანეს – ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

45 წლის მამაკაცმა უზარმაზარი ქვეწარმავალი მხოლოდ უნიტაზე დაჯდომის შემდეგ შენიშნა. „ვჯდები და ვგრძნობ, რომ რაღაც მიყურებს.. ქვემოთ ჩავიხედე და გველი დავინახე“- ამბობს სომჩაი.

მამაკაცმა პითონს გაძევება გამწმენდი საშუალებით სცადა, მაგრამ ქვეწარმავალი ადგილიდან არ განძრეულა. სომჩაი იძულებული გახდა, რომ დახმარებისთვის სპეციალისტები გამოეძახებინა, რომლებმაც პითონის დაჭერა შეძლეს. ქვეწარმავალი ქალაქიდან გაიყვანეს და დაუსახლებელ ადგილზე გაუშვეს.

„ეს შეიძლება გაცილებით უარესად დასრულებულიყო, რადგან პითონები აგრესიულები არიან და ხალხს კბენენ. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა” – ამბობს გველის დამჭერი.

რამდენიმე თვის წინ აშშ-ს ალიასკის შტატში, საპირფარეშოში მყოფ ქალს დათვმა საჯდომზე  უკბინა.

იხ. ვიდეო

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close