სამართალი

„15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში“ – გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ “რუსთავი 2-ს” წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

მისივე ცნობით, გოგი წულაია ადვოკატთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა.

“დღეს იყო ჩანიშნული გოგი წულაიას პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. არ ვიცი რა გითხრათ, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს,”-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close