სხვადასხვა

ალასკაში დათვმა საპირფარეშოში მყოფ ქალს საჯდომზე უკბინა

ამერიკაში, ალასკას შტატში დათვმა საპირფარეშოში მყოფ ქალს საჯდომზე უკბინა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჰეინსში მცხოვრებმა შენონ სტივენსმა დასვენების დღეების ჩილკატის ტბის სანაპიროზე გატარება გადაწყვიტა. საღამოს ის ეზოში მდგარ საპირფარეშოში გავიდა, სადაც უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა. „დავჯექი თუ არა,  უკანალზე კბენა ვიგრძენი და ვიკივლე“ – იხსენებს ქალი.

ხმაურზე  შენობის ძმა ერიკ სტივენსი მივარდა. მან ფანარი აანთო და ორმოში ჩაიხედა, საიდანაც დათვის უზარმაზარი თავი დაინახა. კაცმა დას ხელი სტაცა და ორივე სახლისკენ გაიქცნენ, საიდანაც დილამდე გარეთ არ გასულან.

როდესაც მეორე დღეს  საპირფარეშო შეამოწმეს, მტაცებელი წასული დახვდათ. ბიოლოგ კარლ კოხის თქმით, რომელმაც შემთხვევის ადგილი შეისწავლა, ქალს შავი დათვი დაესხა.

ბარიბალი ანუ შავი დათვი ჩრდილოეთ ამერიკაში დათვის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ზრდასრული მამრის სიგრძე 1,4-2 მეტრს აღწევს და 360 კილოგრამამდე იწონის. ამ სახეობის წარმომადგენლები ძალიან იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს. ჩრდილოეთ ამერიკაში შავი დათვების შეტევების შედეგად წელიწადში ერთი ადამიანი იღუპება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close