მსოფლიო

პანდემიის გამო გერმანიასა და საფრანგეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა.

შეზღუდვები რეგიონებს შორის გადაადგილებას კრძალავს. ახალი რეგულაციები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან შევა ძალაში და პირველ დეკემბრამდე იმოქმედებს.

შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული. დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე ტალღა პირველზე რთული და ფატალური იქნება.

მაკრონის თქმით, ვირუსი იმაზე სწრაფად ცირკულირებს, ვიდრე ეს ნავარაუდები იყო.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თავისუფალ საწოლებს კოვიდინფიცირებულები დაიკავებენ.

მისივე თქმით, საფრანგეთს მოუწევს, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკვეთრი დამუხრუჭება, რათა ექიმებს არ მოუწიოთ არჩევანის გაკეთება, თუ ვის განათავსებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ინფიცირებულს თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პაციენტს.

გერმანიაში კარანტინს 2 ნოემბრიდან შემოიღებენ, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ონლაინ-შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ 2 ნოემბრიდან მოვიკრიბოთ საერთონაციონალური ძალები. ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე“ – განაცხადა მერკელმა და განმარტა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა დეკემბერში ისევ გახდეს შესაძლებელი სოციალური ცხოვრების დაბრუნება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close