საზოგადოება

„ევროკავშირის ქვეყნებში არასახელმწიფო ენაზე შესრულებულ პოლიტიკურ აფიშებსაც კი ვერ ნახავთ. ჩვენ რა გვჭირს, რა გვემართება?“

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ენის პატივისცემისკენ მოუწოდებს და ჯავახეთში გაკრული საარჩევნო პლაკატის ფოტოს აქვეყნებს.

„ძალიან საწყენია, რომ ჯავახეთში ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პლაკატებზე ქართულად არ აწერია.
ამით ისინი სახელმწიფო ენის მნიშვნელობას აკნინებენ.
კი ბატონი, უფროსმა თაობამ ქართული ენა საკმარისად არ იცის და იმათთვის მშობლიური ენის გამოყენება დასაშვებია, მაგრამ ასეთი პლაკატები ამ ეტაპზე ორენოვანი უნდა იყოს.
აი, ევროკავშირის ქვეყნებში ნამდვილად ვერ ნახავთ არათუ ორენოვან, არასახელმწიფო ენაზე შესრულებულ პოლიტიკურ აფიშებსაც კი.
ჩვენ რა გვჭირს, რა გვემართება?
ვწეროთ ქართულად, დავანახოთ თანამემამულეებს სახელმწიფო ენის მნიშვნელობა. როცა ყველას ეცოდინება სახელმწიფო ენა, უფრო ძლიერი ქვეყანაც გვექნება“ – წერს გოგა ჩანადირი.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, სასმელი და ღია ცის ქვეშ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close