საზოგადოება

პერსონალის დაინფიცირების გამო კასპის საავადმყოფო დაიკეტა

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების გამო კასპის საავადმყოფო დაიკეტა. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შენობაში ის თანამშრომლებიც არ შეუშვეს, ვინც კარანტინის გამოცხადების შემდეგ სამსახურში მივიდა.

,,ვერ შეგიშვებთ, კარანტინია” – უთხრა მიმღები განყოფილების წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს.

,,მაზმიშვილის საბუთები მინდა წავიღო”- უთხრა სასწრაფოს ექიმმა საავადმყოფოს ადმინისტრაციას.

,,ვერ შეგიშვებთ, ჩვენც არ ვიცით, რა გველოდება”- უპასუხეს ეზოს შიდა მხრიდან.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენი თანამშრომელია დაინფიცირებული, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ვერ გვიპასუხეს – ხვალ იქნება ზუსტი პასუხიო.

,,ახლა ვერავის მივიღებთ, მივიღებთ მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს. გუშინ კი ჩვეულებრივ ვმუშაობდით”- გვითხრეს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

დაკეტილია ასევე სადღეღამისო აფთიაქიც, რომელიც საავადმყოფოს გვერდით მდებარეობს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close