მსოფლიო

ლამბდა შტამი – რა ვიცით კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ?

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, სახიფათო “ლამბდა” შტამი ვრცელდება.

ჯანმოს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსის, მარია ვან კერკხოვეს განცხადებით, ახალი ვარიანტი უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანაში ცირკულირებს. ის პირველად 2020 წლის ბოლოს ჩილეში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში დაფიქსირდა. ამის შემდეგ მსოფლიოს 27 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს.

მკვლევრების შეშფოთებამ კი მას შემდეგ მოიმატა, რაც WHO-ს მონაცემების მიხედვით დადასტურდა, რომ პერუში ინფიცირების შემთხვევების 82 პროცენტი სწორედ ეს შტამი აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერუ ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება – ქვეყანაში დღემდე კოვიდით გარდაცვალების 192 687 შემთხვევა აღირიცხა.

მიმდინარე წლის 15 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “ლამბდას” შტამი კლასიფიცირდა, როგორც საყურადღებო ვარიანტი და მისი სიმპტომებიც მალევე დაასახელა.

აღმოჩნდა, რომ ისინი არ განსხვავდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი დომინანტი სიმპტომებისგან და ძირითადი ჩამონათვალი ასე გამოიყურება – სხეულის ტემპერატურის მატება, გართულებული ხველა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა.

ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის მიმართ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close