საზოგადოება

არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც „სინოფარმით“ აიცრნენ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი უნდა აჩქარდეს.

„ჯერჯერობით, სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომლებიც ვაქცინაციისთვისაა გამოყოფილი. ეს არის ჩვენი უბედურება დღეს, რომ ვიძახოდით, არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა, ახლა ვაქცინა ხომ ბევრია, დღეს 12 000-მდე ადამიანი აიცრება, ძალიან კარგია, მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ხვალ ამის ნახევარია დაჯავშნილი. თუ ჩემი არა, ყველა ჩემი კოლეგა, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ამბობს, რომ მთავარი დაცვა არის, ადამიანი რეანიმაციაში არ მოხვდეს და არ გარდაიცვალოს. ეს არის ყველა ვაქცინის დაცვა, ეს დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს. არის რაღაც პატარა განსხვავება სიმპტომატურ მიმდინარეობაში, სადაც უფრო ეფექტურად მუშაობს ზოგიერთი ვაქციანა, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. „1,5 მილიონი ვაქცინა დღესაც გვიდევს. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მდებარეობს ჰუალინგში. სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომელიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის. ესაა ჩვენი უბედურება…ვამბობდით არ არის ვაქცინა, არ არის ვაქცინა… ახლა ვაქცინა ხომ ბევრია. დღეს 12 ათასი ადამიანი აიცრება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ჯავშნებს რომ ვუყურებ, ხვალ ნახევარია დაჯავშნილი“, – განაცხადა იმნაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close