საზოგადოება

რისკის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა უნდა აიკრძალოს, კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სახელმწიფომ ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად,  აუცილებელი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

“ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა, ამ ტალღის პირობებში გახლავთ ვაქცინირების ძალიან დაბალი პროცენტი და ამ დროს ქვეყნის სრული გახსნა და დერეგულაცია. ჩვენ ამით ვერაფერი მოვიგეთ სამწუხაროდ. ერთადერთ გამოსავალს, რა თქმა უნდა ურემი, რომ გადაბრუნდება მერე არის ეს გამოსავალი, მაგრამ რისკის ქვეყნებიდან უნდა აიკრძალოს ტურისტების შემოსვლა. ჩვენ გვყავს ჩრდილოელი მეზობელი რისკის ქვეყანა, სადაც გაყალბებული ცნობებით მოდიან. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მინიმალური თანხის საფასურად აყალბებენ PCR-ის ცნობებს და ეს საკმარისი არ უნდა იყოს მათი აქ შემოშვებისთვის. კარანტინის რეჟიმი უნდა დაწესდეს. ასეთი ტიპის რეგულაციები ვფიქრობ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ძალიან დიდი რისკის წინაშე დგანან, სამწუხაროდ დაბალი სამედიცინო პერსონალი ამას ვერ აცნობიერებს და ალბათ ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს შორის მაინც უნდა დააწესოს,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close