მსოფლიო

ინდოეთში პატარძალი ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა

ინდოეთში ახალგაზრდა ქალი თავის ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა. გამოცემა India Today-ის ცნობით, ინციდენტი საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ბიდააის“ რიტუალის შესრულებისას მოხდა, როდესაც გათხოვილი ქალი მშობლების ოჯახს ემშვიდობებოდა.

რიტუალი ინდოეთში ტრადიციულად მოთქმითა და ტირილით ტარდება. მოულოდნელად ატირებულმა პატარძალმა გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. ექიმებმა დაადგინეს, რომ მას გული გაუჩერდა. სიკვდილი სავარაუდოდ ძლიერი სტრესით იყო გამოწვეული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close