საზოგადოება

ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით სწრაფი ტესტების გაკეთება დროებით ნაწილობრივ შეზღუდულია და მხოლოდ სიმპტომიანი ადამიანებს უკეთდებათ. მიზეზი ტესტების მოწოდების დროებით დაგვიანებაა.

“დაგვიანდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მოწოდება. პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი – სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ PCR-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო PCR-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს.

განსაკუთრებით ბევრია ხარჯვა ანტიგენზე დამყარებული ტესტების. მილიონ ნახევარია კიდევ ნაყიდი. ხვალ უნდა შემოვიდეს, დაახლოებით, 400 ათასი ტესტი, შემდეგ კიდევ 400 ათასი, ანუ პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში, ამიტომ ვფიქრობ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close