მსოფლიო

„დალიეთ წყალი” – რონალდუ „კოკა-კოლას“ წინააღმდეგ

ცნობილი ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჯანსაღი ცხოვრების აქტიური მიმდევარია და მხოლოდ სასარგებლო პროდუქტით იკვებება. ამისი მორიგი ნათელი დასტური იყო ევროპის ჩემპიონატზე გამართული პრესკონფერენცია, სადაც პორტუგალიელის წინ კოკა-კოლის ორი ბოთლი იდო – რონალდუმ ორივე მათგანი გვერდით გადადო და სანაცვლოდ, ყველას წყლის დალევისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კოკა-კოლა ევრო 2020-ის ოფიციციალური სპონსორია, რონალდუს ეს საერთოდ არ ადარდებდა.

36 წლის ასაკში, კრიშტიანუ კვლავ შესაშურ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება: მაგალითისთვის, ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში, პორტუგალიელმა 60-ზე მეტი მეტრი 7 წამში დაფარა.

რონალდუ ღიად საუბრობს იმაზე, რომ მისი წარმატების დიდი ნაწილი სწორ კვებაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ ინტერვიუში, რონალდუს ჰკითხეს, აქვს თუ არა მის შვილს, რონალდუ უმცროსს, ის, რაც მას დიდ ფეხბურთელად აქცევს. რონალდუს პასუხი ასეთი იყო:

“არა, ჯერ არა. ხანდახან მკაცრი ვარ, რადგან ის კოკა-კოლასა და ფანტას სვამს და ეს ძალიან მაბრაზებს. ვეჩხუბები, რადგან ჩიფსს, შემწვარ კარტოფილს და მსგავს საჭმელს იღებს. როდესაც ჩემი შვილები შოკოლადს ჭამენ, ყოველთვის მე მიყურებენ, რომ ნებართვა მიიღონ”, – განაცხადა პორტუგალიელმა.

რამდენიმე წლის წინ, რონალდუს თანაგუნდელმა, პატრის ევრამ, საინტერესო ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, თუკი რონალდუ სახლში დაგპატიჟებს, აუცილებლად უარი უნდა უთხრა.

ვარშჯიშის შემდეგ, სახლში დამპატიჟა და მეც დავთანხმდი. ძალიან დაღლილი ვიყავი. მაგიდას მივუსხედით, რომელზეც მხოლოდ სალათი და მოხარშული ქათამი იდო, სასმელი კი – მხოლოდ წყალი. მეგონა, კიდევ რამეს მოგვიტანდნენ, მაგრამ შევცდი.

ამის შემდეგ, რონალდუმ სავარჯიშოდ წამიყვანა – ორი შეხებით, პასებს ვაკეთებდით, შემდეგ კი საცურაოდ წამიყვანა”, – გაიხსენა ევრამ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში “კოკა-კოლას” აქციების ფასი 4 მილიარდით გაუფასურდა და $242 მილიარდიდან $238 მილიარდამდე დაიწია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის ქმედება გახდა.

live.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close