საზოგადოება

თბილისის მერია ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას იწყებს

თბილისის მერია ახალ პროგრამას –  „ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა, მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისება“ – იწყებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის ინფორმაციით, მერია პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ ქალთა გუნდებს და კლუბებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი.

დაფინანსება იქნება მიზნობრივი და გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად, ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი. ამავე პირობებით და პრინციპით დაჯილდოვდებიან პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის გუნდები და კლუბები. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 10 000-ს, მეორე ადგილის მფლობელი – 8000-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასული 5000 ლარს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close