სხვადასხვა

დედამიწის მეხუთე ოკეანე საბოლოოდ, ოფიციალურად აღიარეს

დედამიწის მეხუთე ოკეანე საბოლოოდ აღიარეს — ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების გადაწყვეტილებით, ანტარქტიდის გარშემო წყლებს სამხრეთის ოკეანე უწოდეს და შეემატა უკვე აღიარებულ ატლანტის, წყნარ, ინდოეთისა და ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეებს.

ანტარქტიდის გარშემო წყლებს ცალკე ოკეანედ ას წელზე მეტია მოიხსენიებენ და ამ ტერმინს მეცნიერებიც ფართოდ იყენებენ, მაგრამ ამ დრომდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.

8 ივნისს, მსოფლიო ოკეანის დღეს, აშშ-ის ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ ამიერიდან საკუთარ რუკებზე სამხრეთის ოკეანეს პლანეტის მეხუთე ოკეანედ მონიშნავს.

„დიდი ხანია, სამხრეთის ოკეანე მეცნიერთა მიერ აღიარებულია, მაგრამ რადგან აქამდე არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება, ოფიციალურად მას არასოდეს ვცნობდით და გარკვეულწილად გეოგრაფიულ ჟარგონს წარმოადგენდა“, — ამბობს საზოგადოების გეოგრაფი ალექს ტაილი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა განათლების სისტემაზე ექნება.

National Geographic-მა რუკების შექმნა 1915 წლიდან დაიწყო, მაგრამ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება მხოლოდ ოთხ ოკეანეს აღიარებდა, რომლებსაც მათი მოსაზღვრე კონტინენტებით განსაზღვრავდნენ.

1 tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close