მსოფლიო

გასაიდუმლოებული ტრაგედია – როგორ გაქრა ზღვისპირა ქალაქი რამდენიმე წუთში

რამდენიმე დღის წინ კურილის კუნძულებზე მომხდარ 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს. ცუნამის საშიშროების შესახებ მოსახლეობა  გაფრთხილებული იყო და მათი ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა — ხალხი შემაღლებულ ადგილებზე გადაიყვანეს.

„ცუნამის პირველი ტალღის სიმაღლე დაახლოებით 50 სმ იყო. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. ცუნამის საფრთხე შენარჩუნებულია, ამიტომ ჩრდილო კურილსკის მოსახლეობა უსაფრთხო შემაღლებულ ზონაში რჩება“, — ნათქვამია სახალინის მთავრობის განცხადებაში.

На Парамушире 5 активных вулканов./Фото: mgorskikh.com

68 წლის წინ, კურილის კუნძულებზე მცხოვრებ ადამიანებს ნაკლებად გაუმართლათ.  1952 წლის 5 ნოემბრის დილას, წყნარი ოკეანის ფსკერზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოიქმნა უზარმაზარი ტალღა, რომელმაც ჩრდილოეთ კურილსკი მიწასთან გაასწორა. საბჭოთა კავშირის ოფიციალური სტატისტიკით, სტიქიას ზღვისპირა ქალაქის 2300 მაცხოვრებელი შეეწირა, რეალური მსხვერპლის რაოდენობა კი დღემდე გასაიდუმლოებულია.

В Тихий океан смыло целый город./Фото: i1.wp.com

ცხოვრება ვულკანზე და გეოგრაფიული თავისებურებები

ჩრდილოეთ კურილსკის მაცხოვრებლებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ვულკანის თავზე ცხოვრობენ. პარამუშირის კუნძულზე 23 ვულკანია განთავსებული, საიდანაც 5 მოქმედი გახლავთ. პერიოდულად, დასახლებული პუნქტი ებეკოდან 7 კილომეტრში მდებარე ვულკანი ადამიანებს თავს ვულკანური აირების გამოფრქვევით ახსენებს.
ზოგჯერ, ვულკანიდან ამოტყორცნილი წყალბადის სულფიდი ქლორთან ერთად ჩრდილოეთ კურილსკის საზღვრებს აღწევს. ამ დროს სახალინელი მეტეოროლოგები მოსახლეობას ჰაერის ტოქსიკური აირებით დაბინძურების შესახებ აფრთხილებენ.
1859 წელს, ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ პარამუშირის კუნძულზე ადამიანების მასობრივი მოწამვლისა და ცხოველების სიკვდილიანობის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ კურილსკის საზღვაო პორტის მშენებლობა შესაბამისი ვულკანოლოგიური ექსპერტიზის გარეშე ჩატარდა, თუმცა კუნძულზე ტრაგედია არა ცეცხლმა, არამედ, წყალმა მოიტანა..
ჩრდილოეთ კურილს უბედურება იმ დროს დაატყდა, როცა ქალაქისა და ახლომდებარე მეთევზეთა დასახლებების მცხოვრებლებს ღრმა ძილით ეძინათ. წყნარ ოკეანეში, კამჩატკის სანაპიროდან ასობით კილომეტრში, 8-დან 9 ბალამდე მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. უძლიერეს ბიძგებს ცუნამი მოჰყვა, რომელსაც მიწასთან გასწორებული ქალაქის სახელი უწოდეს.
თავდაპირველად, ადამიანები მიწისქვეშა ბიძგებმა გააღვიძა. რყევას, რომელიც ორიოდე წუთს გაგრძელდა, პანიკა არ მოჰყოლია – ამ ადგილებში სუსტი მიწისძვრები იშვიათობა არ გახლავთ. როგორც კი მიწისქვეშა ბიძგები შენელდა, მოსახლეობამ ძილი გააგრძელა, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ჩრდილოეთ კურილსკი ათმეტრიანმა ყინულოვანმა ტალღებმა დაფარა. ქალაქს სამი ტალღა დაატყდა თავზე, საიდანაც ყველაზე დამანგრეველი მეორე, 18 მეტრის სიმაღლის ტალღა იყო.
ოფიციალური მონაცემებით, 1952 წელს მხოლოდ ჩრდილოეთ კურილსკში 6 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის, ერთ-ერთი სიკვდილს გადარჩენილი კონსტანტინე პონედელნიკოვი იყო, რომელიც 1951 წელს მეგობრებთან ერთად კურილის კუნძულებზე სამუშაოდ გაემგზავრა. ახალგაზრდა სახლების მშენებლობაზე დასაქმდა. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამ დროს კუნძულზე ბევრი ჩამოსული ადამიანი ცხოვრობდა. იმ ავბედით დღეს კონსტანტინე სახლში გვიან, დაახლოებით, ღამის 3 საათზე დაბრუნდა.
პონედელნიკოვი დაძინებას აპირებდა, როცა იგრძნო, რომ სახლი ძლიერად შეირყა. ახალგაზრდა ლოგინიდან სწრაფად ადგა, ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა, სადაც მიწა ირყეოდა, ხოლო ზღვის მხრიდან სროლა და კივილი ისმოდა. შეშინებული ადამიანები ყვირილით გამორბოდნენ. მოგვიანებით, კონსტანტინე მიხვდა, რომ ისინი მეთევზეები იყვნენ, რომლებიც მოახლოებული ცუნამის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებას ცდილობდნენ.
შეშინებული ადამიანები შემაღლებული ადგილებისკენ გაიქცნენ, სადაც სასაზღვრო ჯარის ნაწილები იყო განთავსებული. პონედელნიკოვიც ამ ადამიანებს გაჰყვა. ყველამ იცოდა, რომ მთაზე ჯარის ბლინდაჟები (მიწისქვეშა ნაგებობა) მდებარეობდა, სადაც თავის შეფარებას შეძლებდნენ.
სწორედ ეს  ბლინდაჟები იქცა უახლოესი დღეების მანძილზე სიკვდილს გამოქცეული ადამიანების თავშესაფრად. ცუნამის პირველმა ტალღამ ჩრდილოეთ-კურილსკი მთლიანად დაფარა, მაგრამ როგორც კი უკან დაიხია, გადარჩენილი ადამიანები მთიდან ახლობლების მოსაძებნად დაეშვნენ. სამწუხაროდ, ვერავინ მიხვდა, რომ ცუნამის ტალღას უზარმაზარი სიგრძე აქვს და მორიგი ტალღის შეტევამდე შეიძლება დიდი დრო გავიდეს. ასეც მოხდა.. მეორე და ყველაზე დამანგრეველი ტალღის სიმაღლე სხვადასხვა გათვლებით, 18 მეტრს აღწევდა. მესამე ტალღამ ზღვაში ჩაიტანა ყველაფერი, რაც წინა ორმა დაანგრია. ქალაქის ადგილზე წყალზე მოტივტივე გვამები და ნანგრევები დარჩა.
ტრაგედიის შემდეგ ჩრდილოეთ კურილსკში მხოლოდ საბჭოთა კავშირის გმირი მფრინავის, ტალალიხინის ძეგლი, ფეხბურთის სტადიონის კარი და სანაპიროდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე  მდგარი რამდენიმე შენობა გადარჩა.
ქალაქი მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა და მასთან ერთად გაქრა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე სოფელი, რომლებშიც დაახლოებით, 10 000 ადამიანი ცხოვრობდა.

Памятник погибшим в Северо-Курильске./Фото: cdn.net
ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი დღემდე უცნობია, რადგან მათი უმეტესობა არმიის საიდუმლო ნაწილის თანამშრომელი გახლდათ. ათწლეულების შემდეგ მკვლევარებმა სცადეს აღედგინათ იმ დღის მოვლენები და დაადგინეს, რომ ცუნამის შედეგად, არანაკლებ, 8000 ადამიანი დაიღუპა.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის დროს ბევრი გამქრალი სოფელი აღარ აღუდგენიათ. ამის გამო კუნძულის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. სპეციალისტების თქმით, ექსპერტების აზრი არც ამჯერად გაითვალისწინეს და ქალაქის მშენებლობა ამჯერადაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ჩატარდა. შედეგად, ქალაქი კურილის კუნძულზე მდებარე მოქმედი ვულკანის, ებეკოს პოტენციური ლავის გზაზე აღმოჩნდა. 1952 წლის ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა სანაპირო ზოლსზე ცუნამის მოახლოვების მაუწყებელი სასიგნალო მოწყობილობები განეთავსებინა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close