საზოგადოება

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 79 და 80 წლის პაციენტები განიკურნენ

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 79 და 80 წლის პაციენტები განიკურნენ. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

80 წლის ქალბატონი საავადმყოფოში 18 დღის წინ შეიყვანეს და მას ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი ჰქონდა, იმყოფებოდა ხელოვნურ ვენტილაციაზე, ასევე აღენიშნებოდა თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი, თუმცა პაციენტი უკვე მოხსნეს აპარატიდან და დღესვე პალატიდან გადაიყვანენ.

„80 წლის ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან. პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირებით, ქალბატონთან გამოვლინდა ორჯერადი უარყოფითი და დღეს ქალბატონი გადადის თერაპიულ განყოფილებაში. რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან”- განაცხადა რატიანმა.

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, კლინიკას დატოვებს 79 წლის პაციენტიც.

„კიდევ გვყავს ერთი ბატონი, რომელიც არის 79 წლის. აქაც შემოსვლისთანავე დადასტურებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ალაგებულია აბსოლუტურად ფილტვის დაზიანების სურათი, ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი. პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close