მსოფლიო

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გარდა, 54 პირი მონაწილეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარსადგენად 55 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მომავალ კვირას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გაირკვევა რამდენ მათგანს მიეცემა კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო ხელმოწერების შეგროვება.

დარეგისტრირებულთა შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც არის, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მეექვსედ იღებს. ამასთან, ბელარუსული ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე ვერ შეთანხმდა, ამიტომ მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეები კენჭს დამოუკიდებლად იყრიან.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close