სამართალი

ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას თორნიკე ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულისთვისაა დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მას სამართალდამცავებმა პირადი ჩხრეკისას ერთი აბი „სუბოქსინი“ აღმოუჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close