საზოგადოება

„სად არიან ჩვენი წარმომადგენლები ბრიუსელში? ჩვენი ელჩი აშშ-ში? ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო?“

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:

„რახან დალაგდით ცოტათი, ახლა კი მარტივად დავწერ და გამგებმა გაიგოს.

ჯერ ერთი დავიწყებ იმით, რომ ცოტა ვინმე თუ არსებობს საქართველოში ისეთი, რომელიც ჩემსავით ქომაგობდეს დღევანდელ ხელისუფლებას მაგრამ ეს უნდა ითქვას და ყველამ გაითვალისწინოს!!!

ეს არის საერთაშორისო ურთიერთობებში უდიდესი კრახი. მაშინ, როდესაც ვხედავთ რომ ერთ – ერთი კომპანია (ფრონტერა) საერთაშორისო არბიტრაჟს აგებს გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან (თაღლითობის მუხლით), სწორედ ამ კომპანიის ლობისტები საქართველოს ხელისუფლებას თითს უქნევენ და სთხოვენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებას.

ამ დროს სად არიან ჩვენი წარმომადგენლები ბრიუსელში? ჩვენი ელჩი აშშ-ში? ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო? 8 წლის მანძილზე, ამდენი სიკეთის კეთების ფონზე, ნუთუ საერთაშორისო ასპარეზზე ვერ გავიტანეთ ის, რაც სიმართლეა? ნაცებს, გვამები გაქონდათ და იმას აპრავებდნენ ლობისტებით და ჩვენ რა გვჭირს? მხოლოდ სიმართლის თქმას ვითხოვთ და როგორც ვიცი ამაში დიდ ფულსაც იხდის მმართველი პარტია, მაგრამ ჩანს რო რაიმე? – არაფერი!!!

პარტიამ, რომელმაც სტრასრბურგის სასამართლოში წააგო ყველა საჩივარი თითქმის, ბედავს და უცხოელი ლობისტების საშუალებით თითს უქნევენ იმ პარტიას, რომელმაც წამება, ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვა, ციხეებში პატიმრების ადგილზე დახვრეტა, ნარკოტიკების ჩადება – მთლიანად მოსპო.

ახლა მაინც დაფიქრდით რაღაცეებზე და დაუჯერეთ იმათ, ვისაც მართლა გული შესტკივათ ამ ყველაფერზე!!!

პს: გახარია მეცოდება, რასაც ეგ ბიჭი კრიზისებს ებრძვის და ამარცხებს და ერთი პაწია შეცდომის გამო, ყველაფერი წყალში იყრება“ – წერს ირაკლი ლატარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close