მსოფლიო

აშშ-მა რამზან კადიროვს და მის ოჯახს სანქცია დაუწესა – კადიროვის პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. კონკრეტულად კი ამჟამად ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება “ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებში კადიროვის მონაწილეობას” უკავშირდება.

“დეპარტამენტი ფლობს ვრცელ სანდო ინფორმაციას, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მრავალჯერ დარღვევაზე, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნით თარიღდება, მათ შორის არის წამებისა და სასამართლოს მიღმა მკვლელობის ფაქტები.
ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი კადიროვი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევისთვის კორონავირუსის პანდემიას საბაბად იყენებს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ბრძოლას იღებს.

პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას! აწი უფრო საინტერესო იქნება!“ – წერს კადიროვი Telegram-ზე.

გარდა ამისა, კადიროვის ამ პოსტს, ახლავს ფოტო, სადაც მას ორი იარაღი უჭირავს ხელში.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close