სამართალი

საქმის გარჩევა “პა­რაგ­რა­ფის” სა­პირ­ფა­რე­შო­ში – ამჯერად რატომ დააკავეს გიორგი მარგველაშვილის სიძე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას TV პირ­ვე­ლი ავ­რცე­ლებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, გო­გო­ჭუ­რის და­კა­ვე­ბა სას­ტუმ­რო “პა­რაგ­რაფ­ში“ ე.წ. საქ­მის გარ­ჩე­ვას მოჰ­ყვა. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ია­რა­ღიც, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, გო­გო­ჭურს ჰქონ­და.

“პა­რაგ­რაფ­ში” ინ­ცი­დენ­ტი დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და და მინ­დია გო­გო­ჭუ­რი ოზურ­გე­თის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, დი­ლის 10:00 სა­ა­თის­თვის შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ამ დრომ­დე იმ­ყო­ფე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ში მი­უ­თი­თებს, რომ მინ­დია გო­გო­ჭურ­მა მის მე­უღ­ლეს მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა და სწო­რედ ამას მოჰ­ყვა “პა­რაგ­რა­ფის” სა­პირ­ფა­რე­შო­ში “საქ­მის გარ­ჩე­ვა”.

შეგახსნებთ, გოგოჭურის მეუღლე გიორგი მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილი,მაშო ჩიჩუაა.
სას­ტუმ­რო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზა. რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, მინ­დია გო­გო­ჭურს ია­რა­ღი­დან არ გა­უს­ვრია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close