საზოგადოება

„პანდემიის დროს პანდემიის მხარეს ხართ, მკვლელობის დროს მკვლელის“ – ამირან სალუქვაძე ოპოზიციას მიმართავს

ანალიტიკოსი ამირან გამყრელიძე აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.azz -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოპოზიციის შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„როცა მეზობელი სახელმწიფოს სკანდალური სააგენტო ავრცელებს საქართველოს საწინააღმდეგო ცრუ ინფორმაციას, ქართული მედია და ოპოზიცია რატომ დგებით ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიციაში?

აი ასეა:
– პანდემიის დროს პანდემიის მხარეს ხართ;
– რუსეთის ცინიკური განცხადებების გამო მთავრობას აკრიტიკებთ;
– საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს ითხოვთ;
– მკვლელობის დროს მკვლელის მხარეს ხართ…

ახლა, ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ საინფორმაციო ომში ებმებით. მერე გიკვირთ როცა გაკრიტიკებენ.

რა აფსურდია? ოკუპანტების და ღამურების არ იყოს, თითქოს თბილისში დაილია ღამურები და ცხინვალში გადავიდნენ დასაჭერად. როდის იყო რუსეთი სომხეთს იარაღს სერბეთის გავლით აწვდიდა? ან რა, სომხეთს ჭურვების და ტყვია-წამლის დეფიციტი აქვს და ცოტა მიაწოდა რუსეთმა?

მაგრამ, თქვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენთვის მთავარია ხელისუფლებას შეუტიოთ. მერე რა რომ მეზობელი ქვეყნის სააგენტოს ცრუ ინფორმაციის პოზიციიდან უტევთ?!“ – წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიასაშუალების haqqin.az ინფორმაციით, საქართველოს გავლით სერბეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სტატია ტენდენციურ ხასიათს ატარებს და ორ სტრატეგიულ პარტნიორ შორის პრობლემების ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close