ეკონომიკა

აუდიტის დასკვნით, ნათია თურნავას უწყება ფინანსურ დოკუმენტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების (ერთად − ჯგუფის) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

ჩვენი აზრით, უარყოფითი მოსაზრების საფუძვლის აბზაცში აღწერილი საკითხების მნიშვნელობის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

აუდიტის სარეკომენდაციო წერილი

აუდიტის სამსახურის განცხადება

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close