Sliderეკონომიკა

2023 წელს კომერციულმა ბანკებმა 2,714 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2023 წელს ბანკების მიერ მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა სესხებიდან 5,997 მლრდ ლარი, ჯარიმებიდან - 109,9 მლნ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 667,2 მლნ ლარი შეადგინა.

2023 წელს კომერციულმა ბანკებმა 2,714 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. რაც 30%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წელს ბანკების წმინდა მოგებამ 2,091 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლები – 7,153 მლრდ ლარი, ხოლო, საპროცენტო ხარჯები 3,264 მლრდ ლარი იყო.

ამავე სტატისტიკით, 2023 წელს ბანკების მიერ მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა სესხებიდან 5,997 მლრდ ლარი, ჯარიმებიდან – 109,9 მლნ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 667,2 მლნ ლარი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close