მსოფლიო
ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინს რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო ბოდიში მოუხადა.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.
რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია, მომხდარზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანელი სამხედროების მეთაური კი დროებით თანამდებობას ჩამოაშორეს.
20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში, ჯანათიაღის დასახლებულ პუნქტთან აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რუსი სამშვიდობოების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.