Sliderსაზოგადოება

ოთარ ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარი ეკლესია დაკეტილია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით შვილის სახელზე რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების გადაფორმება 20 სექტემბერს, დღის 12 საათიდან დაიწყო და 17 საათსა და 50 წუთზე რეესტრმა დაადასტურა ქონების გაჩუქება. სწორედ ქონების გადაფორმების შემდეგ, 20 სექტემბერს, 20 საათზე, გააუქმა საქართველოს პასპორტი იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს.

ოთარ ფარცხალაძის შვილისთვის ნაჩუქარი ეკლესია ამ დრომდე დაკეტილია.  წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელების ტაძარში სასულიერო პირები არ ჩანან.  ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

ტაბახმელაში ამბობენ, რომ ტაძარი შაბათ-კვირას იღება.

“ეფ ეს ბეს”  აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესია სხვა ქონებასთან ერთად გუშინ გადააფორმა.

2019 წელს აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. ეკლესია და 1030 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს, ანდრია ფარცხალაძის სახელზე გადაფორმდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოთარ ფარცხალაძემ დაჩქარებული წესით შვილის სახელზე რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონების გადაფორმება 20 სექტემბერს, დღის 12 საათიდან დაიწყო და 17 საათსა და 50 წუთზე რეესტრმა დაადასტურა ქონების გაჩუქება.

სწორედ ქონების გადაფორმების შემდეგ, 20 სექტემბერს, 20 საათზე, გააუქმა საქართველოს პასპორტი იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close