სხვადასხვა

Pfizer-ს „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის ექნება

Pfizer-ის გენერალური დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად მარტისთვის იქნება. ამის შესახებ მან CNBC -სთან ინტერვიუში განცხადა.

„ვაქცინა მარტში იქნება მზად. ჩვენ უკვე ვიწყებთ მისი გარკვეული რაოდენობის წარმოებას. ვაქცინა სხვა შტამების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, რომელიც ამ დროისთვის ცირკულირებს“, – განაცხადა ბურლამ.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ამ დრომდე გაუგებარია, არის თუ არა საჭირო „ომიკრონის“ ვაქცინა და როგორ იქნება ის გამოყენებული, მაგრამ „ფაიზერს“ მზად ექნება დოზები, ვინაიდან, მისი სწრაფი დამზადება ზოგიერთ ქვეყანის სურვილია.

„ვიმედოვნებთ, რომ შევქმნით რაღაცას, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას, განსაკუთრებით დაინფიცირების საწინააღმდეგოდ, რადგან ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე დაავადებისგან დამცავი ახლაც არსებობს, არსებული ვაქცინებით“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close