სხვადასხვა

2022 წლის აპრილ-ივნისში Asus-ის 17.3-ინჩიანი Zenbook 17 Fold OLED-ი გამოვა გაყიდვაში

ლეპტოპების ფასები ჯერჯერობით უცნობია

Asus-მა 17.3-ინჩიანი Zenbook 17 Fold OLED-ი წარმოადგინა, რომელიც მაღაზიებში წელს გამოჩნდება.

Asus-ის უახლესი Zenbook-ი აღჭურვილია მე-12 თაობის Intel Core i7 U-Series-ის პროცესორებით, 16-გიგაბაიტიანი ოპერაციული და 1-ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერებით. გარდა ამისა, მას Asus-ის მიერ დასაკეცი ეკრანებისთვის დამზადებული პროგრამული უზრუნველყოფა, ScreeXpert 2 მოჰყვება, რომელიც დაკეცვის პროცესს ძალიან ამარტივებს. Zenbook 17-ში 75 ვატ-საათის სიმძლავრის ბატარეა არის ჩაშენებული.

დასაკეცი ლეპტოპის გარდა, Asus-მა ტრადიციული ფორმის მქონე ახალი ლეპტოპი, Zenbook OLED 14 წარმოადგინა, რომელსაც 14-ინჩიანი OLED დისპლეი აქვს. ამ ლეპტოპისთვის ორი სხვადასხვანაირი პროცესორი არის ხელმისაწვდომი: მე-12 თაობის Intel Core i7 P-Series-ი და AMD Ryzen 5000-ი.

Asus-ის ახალი ლეპტოპების ფასები ჯერჯერობით უცნობია. მათი გამოსვლის სავარაუდო დრო – 2022 წლის აპრილი-ივნისია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close