მსოფლიო

FDA-მ Covid-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი “სოტროვიმაბი” დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას „კოვიდ 19“-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ.

მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close