პოლიტიკა

ფეიქ ნიუსებით ცდილობენ გიორგი გახარიას დისკრედიტაციას – ბექა ლილუაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თანაგუნდელი, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარტია ჯერ დაფუძნებული არაა, როგორც კი დაფუძნდება, ფინანსები იქნება გამჭირვალე.

მისივე თქმით, ფეიქნიუსებით და მედიის დახმარებით ცდილობენ გიორგი გახარიას დისკრედიტაციას.

“იყო რაღაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა ყველასთვის გახდა ნათელი და ახლა ყველა გზებით, ფეიკ ნიუსებით, მათ შორის ფეიკ ნიუსების სხვადასხვა მედიის გავრცელებით, ისინი ცდილობენ, მოახდინონ მარტივად დისკრედიტაცია. ეს არის და ეს. ამის შინაარსში მე უბრალოდ მეტი დეტალურად ვერ შევალ.
რაც შეეხება, პარტიის ფინანსებს ბუნებრივია, ეს პროცესი არის ზოგადად გამჭირვალე პროცესი, ყოველ პარტიას უწევს სამ დღეში ერთხელ ანგარიშვალდებულება აუდიტის სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან. როცა პარტია დაფუძვნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭირვალე პროცესი.”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ipress.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close