მსოფლიო

რუსეთში მერვე კლასის მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა

ნოვოსიბირსკის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მერვე კლასის მოსწავლე დირექტორის მოადგილის, ვალენტინა ბოლდირევას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Вести Новосибирск“ ავრცელებს.

დანაშაული 9 ივლისს, ღამის საათებში მოხდა. ეჭვმიტანილი პედაგოგის სახლში ღია ფანჯრიდან სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით  შევიდა. ქალს ხმაურზე გაეღვიძა და მოზარდის დაკავება სცადა, რა დროსაც თავდამსხმელმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ეჭვმიტანილმა დანაშაულის ადგილზე ნივთმტკიცებები – ხელთათმანები და სპორტული ფეხსაცმელები დატოვა, რამაც პოლიციელებს მისი აოცნობა გაუადვილა.

მერვეკლასელი იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც ვალენტინა ბოლდირევა მუშაობდა. მერვეკლასელმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close